„ვითიბი ბანკი“ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა

„ვითიბი ბანკი“ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, „ვითიბი ბანკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს.

„სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, „ვითიბი ბანკი“ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს. „ვითიბი ბანკი“ ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას. შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა