კობა დავითაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ალტერნატიულ პარლამენტად, მის ზედა და საბოლოო პალატად გადაიქცა.

„საკონსტიტუციო სასამართლო გასცდა სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იჭრება პარლამენტის პრეროგატივაში და ცდილობს მის ჩანაცვლებას. სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ის იღებს, მათ შორის ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და მიწის თაობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი უფლებამოსილება უნდა გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოებს, როგორც ეს მაგალითად აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადასა და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია, რათა შესაძლებელი იყოს ინსტანციურობა, ანუ საკამათო გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციებში. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება" , - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა.

ამასთან, დავითაშვილმა ასევე ისაუბრა მარიხუანას ლეგალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევაზე.

„უნდა შეიცვალოს არასწორი განმარტება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-14 მუხლს მისცა, რომ თურმე ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს თვითდაზიანების უფლებას ნარკოტიკების მოხმარების გზით. უნდა ჩაიწეროს, რომ ეს უფლება თვითდაზიანებას, დეგრადირებასა და თვითგანადგურებას არ გულისხმობს და პარლამენტს ნარკოტიკული ნივთიერებების როგორც გასაღების, ისე მოხმარების შეზღუდვა და აკრძალვაც უნდა შეეძლოს. პირდაპირ ვუკავშირებ გაზრდილ სიკვდილიანობას და ლიბერალურ პოლიტიკას ერთმანეთს, რადგან მარიხუანას სარგებლიანობის პროპაგანდა მიდის სხვადასხვა მედიასაშუალებაში. "ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლია, გააკეთოს ცვლილება კონსტიტუციაში 76 ხელმოწერის შეგროვებით. თქვე დალოცვილებო, რას გვაწვალებთ 200 000 ხელმოწერის შეგროვებაზე?" - განაცხადა დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა