რამაზ საყვარელიძე - მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად კანონებს ვეტოს ადებდა, ამ ბავშვურობამ, მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო

გიორგი მარგველაშვილი დამამახსოვრდა როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ამ გაუგებარი ინსტიტუტისთვის, რასაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია, რაც შეიძლება მაღალი სტატუსი ჩამოეყალიბებინა, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად გიორგი მარგველაშვილი ხშირად კანონპროექტებს ვეტოს ადებდა.

„პირადად მე, გიორგი მარგველაშვილი დამამახსოვრდა როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ამ გაუგებარი ინსტიტუტისთვის, რასაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია, რაც შეიძლება მაღალი სტატუსი ჩამოეყალიბებინა. მიმაჩნია, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც მოხვდა, ეს მარგველაშვილის სრულიად ბუნებრივი რეაქცია იყო. გაჩნდა რაღაც ბავშვური მომენტები, როდესაც სიმყარის, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად, ვეტოს ადებდა იმას, რისთვისაც ვეტოს დადებას აზრი არ ჰქონდა, რადგან უმრავლესობა მაინც თავისას გადაწყვეტდა. ამ სიჯიუტემ, ცოტა ბავშვურობამ, მოსახლეობის დიდ ნაწილში მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო, თორემ თავისთავად, თუ ამ მოვლენას, როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, გაგებით მოეკიდები, ალბათ, ვეტოები ასე თვალშისაცემი აღარ იქნება“, - აღნიშნა მან.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციამ კიდევ უფრო რთული პირობები „არგუნა“ და ის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა