Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-4 ოფიციალური ცერემონია 17 დეკემბერს გაიმართება

რუსთაველის თეატრში, 17 დეკემბერს, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ამის შესახებ ცნობილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც 800-მდე სტუმარი დაესწრება. პროექტის ნომინანტები და პარტნიორები სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიაა.

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, ხოლო, პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

„საქართველოს ბანკი“ უკვე ორი წელია პროექტის ოფიციალური სპონსორია და წელს უკვე თანაორგანიზატორის სტატუსით გვევლინება. პარტნიორობის ფარგლებში „საქართველოს ბანკმა“ შეიმუშავა სამი განსაკუთრებული ნომინაცია: „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“, „მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში“ და „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.

„დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში. ჩვენ ვართ ორგანიზატორები ამ ღონისძიების. იქნება 7 ნომინაცია. გვაქვს რამდენიმე ახალი ნომინაციაც. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. ამ წელს ჩვენ ცოტათი ფორმატიც შევცვალეთ“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელმა და მთავარმა პარტიორმა მარინა ჩაიკამ.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად რამდენადაც ერთ-ერთი წამახალისებელია მათთვის და მთელი წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოს კიდევ ერთხელ ეძლევა პრეზენტაციის საშუალება. უკვე მეოთხე წელია ეს ცერემონიალი ტარდება და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა დაინტერესება“,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა.

„აღნიშნულ ღონისძიებას თბილისის მერია დაარსების დღიდან მხარს უჭერს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, ვინაიდან ისინი ახდენენ ზოგადად, ხარისხის და სერვისის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტურიზმის სექტორში იყოს მსგავსი ღონისძიებები, რომ წახალისდნენ ის მეწარმეები და ბიზნესები, რომლებიც წარმატებულები არიან ამ სექტორში“,- განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ.

„სულ ცოტა დრო დარჩა დაჯილდოებამდე. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ბევრი საინტერესო და ახალი მონაწილე არის წელს. გვაქვს განსხვავებული ნომინაციებიც. ეს ყველაფერი კულმინაციას მიაღწევს დაჯილდოებაზე, სადაც ბევრი სიახლე იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ მასურაშვილმა.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია -„ საქართველოს ბანკი“. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი- ბიდიო საქართველო!

იხილეთ ვიდეო: Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-4 ოფიციალური ცერემონია 17 დეკემბერს გაიმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა