გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა. როგორც მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ არჩევნებზე წარმოჩინდა ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა.

„არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა მეთოდური და სერიოზული დარღვევებით. ამ დარღვევების მენიუსა და სპექტრში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. სრული კრებული არჩევნების დარღევების შეგიძლია ამ ერთ არჩევნებში ნახო. ეს არის ფაქტი. ამავე დროს, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტობრივად კითხვები არ ისმება. კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და ცუდად" – მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა