დავით რაქვიაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც 22 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს ემსახურებოდა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც 22 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს ემსახურებოდა.

რაქვიაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ 16 დეკემბერს არსებობას დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციით შექმნილი ეროვნული უშიშროების საბჭო შეწყვეტს, რომელიც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო.

„16 დეკემბერს არსებობას შეწყვეტს 1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციით შექმნილი ეროვნული უშიშროების საბჭო. უწყება, რომელიც იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი; ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე რთულ პერიოდებში, ყველა ეტაპზე და ყველა ხელისუფლების პირობებში ერთგულად ემსახურა სამშობლოს; ფორმალური დანიშნულებითაც და არსებითადაც იყო სახელმწიფოს მესვეურთა აზრთა გაცვლის, შეჯერების და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავების ადგილი; ქმნიდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიულ ინტელექტუალურ რესურსებს; აყალიბებდა ერთიან ეროვნულ მიდგომას უსაფრთხოების საკითხებისადმი;

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 22 წლის განმავლობაში ემსახურა ამ ინსტიტუტს, ჩვენს ქვეყანას და იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის - დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობის თანამონაწილე.

ეს ყოველივე მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არაა. ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის აქტივია რომლის გაფლანგვა დანაშაული იქნება”, - წერს ჯერ კიდევ მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევა, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებას დაექვემდებარება. ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება შეიქმნას.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე