შემოდის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვასა და მიწოდებას პირდაპირ მომხმარებლებისათვის

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვით, შემოდის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირ მომხმარებლებისთვის.

პროექტის ავტორისა და ინიციატორის რევაზ არველაძის განმარტებით, დადგა საჭიროება თანდათანობით გაიზარდოს საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა, რათა მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებელს არ წარმოადგენს, გადავიდეს თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე და გაიზარდოს ელექტროენერგიის ბაზრის ლიკვიდურობის გარკვეული დონე.

დეპუტატის თქმით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიანტების აბონენტებს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან ერთად იყოფენ განაწილების ლიცენზიანტების პაკეტში შემავალ შედარებით იაფფასიან ელექტროენერგიას და მათი მოხმარების ზრდა ტარიფზე მოქმედებს.

რევაზ არველაძის განცხადებით, პროექტით ეს ტვირთი არაკომერციულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზეც ნაწილდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა