ანონსი  14 დეკემბერი

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, ცნობილი პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მწვავე ვისურების პერიოდი - მდგომარეობა კლინიკებში და რა ტიპის ვისურებთან გვაქვს საქმე.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19. (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძის „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ავადობის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება; ვირუსების შემოტევა და რეკომენდაციები; „ლუგარის ლაბორატორია“ საერთაშორისო ექსპერტებმა შეამოწმეს - როგორია დასკვნა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

14 დეკემბერს, 10:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

14 დეკემბერს, 11:00 საათზე საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ შეხვედრას გამართავს.

მის.: სასტუმრო „რუმსი“, კოსტავას 14

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: რა ნიშნით აირჩია სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციისთვის ერეკლე მეფის სასახლე, ისტორიული დატვირთვა და რატომ ურჩევდა მას არჩევანი ფოთზე გაეკეთებინა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

14 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში Rooms Hotels „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით, კარიერული ფორუმი გაიმართება, რომელშიც ასოციაციის 60-მდე წევრი და 25-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერნციას გამართავს.

თემა: აქციები და მისი შედეგები; სამომავლო გეგმები

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14 დეკემბერს,11:00 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან, ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობის ინიციატივით, ასევე ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა გარემოსდამცველთა მხარდაჭერით აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები საქართველოში ჰესების დაფინანსებიაზე უარის თქმას მოითხოვენ. შემდგომ აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში გადაინაცვლებენ, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოთქვამენ პროტესტს.

მის: გრიბოედოვის ქ.31"ა"

საკონტაქტო - ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

მის:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, სოლიდარობის ქსელის ოფისში „თბილისის ბიზნეს სახლის" თარჯიმნები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „პროტესტი იმ ექსპლუატაციისა და თაღლითობის სქემის წინააღმდეგ, რაც ამ კომპანიაში არსებობს“.

მის: ქეთევან წამებულის ქ. 68 (300 არაგველის მეტროსთან)

საკონტაქტო პირები: სოლიდარობის ქსელი - ნენო ჩარკვიანი 598 99 07 71; სოფო ჯაფარიძე - 557 99 65 34.

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში, მედია აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დავით კაკაბაძე სოციალური მედიის გამოწვევებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც 12 მედია ორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატებს გადასცემს.

მის: ალ. ჭავჭავაძის #10

საკონტაქტო პირები: ლანა ბერიძე - 595 10 70 60 და რუსკა ჭაბუკიანი - 599 56 42 20

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას შეხვდებიან და სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გააცნობენ.

მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N25

საკონტაქტო პირი: 599 291202

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების განახლებულ სისტემას (GSS System) წარადგენს.

მის: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს N2, მე-5 სართული

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოში პირველად ხელი მოეწერება საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა(WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორისგაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ)ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

14 დეკემბერს, 13:30 საათზე, ევროპის ფონდი სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, უმასპინძლებს დისკუსიას თემაზე: ჰაერის ხარისხის კუთხით საქარათველოში არსებული ძირითადი გამოწვევები - საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა.

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

მის: კახეთის გზატკეცილი, 99

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, 2019 წლის 1 იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ და მეწარმე სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.

მის.: თელავი, ჭავჭავაძის მოედანი N5;

14 დეკემბერს, 15:00 საათზე თბილისში, სასტუმრო „იოტას“ რესტორან „ღუმელში“, გაიმართება ფოთის საზღვაო ნავსადგურის - „ეი ფი ემ ტერმინალის“ ფოთის გენერალური დირექტორის კლაუს ლაურსენის შეხვედრა მედია წარმომადგენლებთან.

14 დეკემბერს 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის აცილების შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე საჩივრის განხილვა დაიწყება.

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, მწერლის სახლში ნინო უძილაურის წიგნის „მე ფშავლის ქალი“ წარდგენა გაიმართება.

მის: მაჩაბლის 13

საკონტაქტო ტელეფონი - 599 38 12 74

14 დეკემბერს. 15:00 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა, სადაც 12 წამყვანი ორგანიზაცია წარმოადგენს 16 პროექტს საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის

მის: ე. ნინოშვილი ქ. 8, თბილისი

14 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმროში „რუმს თბილისი“ ჩატარდება კონფერენცია თემაზე: - „არავინ დარჩეს მიღმა”, რომელიც უკავშირდება გაეროს მიერ შემუშავებული მდგრად განვითარების მიზნებს (SDGs) და მათ განხორციელებას საქართველოში. შეხვედრას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ერიკ სალმგრენ შანცი გახსნის.

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ს.აქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სასამართლო მედიაციის თემაზე შეხვედრას გამართავს.

მის: იერუშალაიმის ქ. N18,

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე რაზმაძე, 558132241 და ელდარ პირმისაშვილი - 558 445566

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაეროს მიგრაციის ორგანიზაციის (IOM) “მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი" გაიხსნება.

საკონტაქტო პირი: ანა კაკუშაძე 599 14 94 29

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, გალერეაში „ვანდა" გაიმართება სამხატვრო საიუბილეო გამოფენა სახელწოდებით „ 25 საფეხური“ .

მის: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, ტელ: +995 32 293 42 86

14 დეკემბერს, 20:00 საათზე, ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ორგანიზებით , "Tbilisi Event Hall"-ში ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საკონტაქტო პირები: 591 45 08 09 მალხაზი; 599 94 60 94 მაკა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო