სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი, კანონის უზენაესობის გარანტორი ვარ - „საჯარო სამსახურის კანონი“ ჩემს ადმინისტრაციაში  სრულად იქნება  დაცული

ცხადია, იქნება რეორგანიზაცია, როდესაც ახალი პრეზიდენტი მოდის და საერთოდ შემცირებულია ადმინისტრაცია, რაც სრულიად საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით გატარდება და ასევე თანამშრომლები კონკურის სახით შეირჩევიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციაში თანამშრომლების შერჩევისას პროფესიონალიზმის პრიორიტეტით იხელმძღვანელებს.

„მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც ძალიან დიდი აჟიოტაჟია. ეს ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და საჯარო სამსახურის საკითხს. ჩემი პოზიციაა, რომ როგორც პრეზიდენტი, მე ვარ კანონის უზენაესობის გარანტორი. ამდენად, ვთვლი, რომ ყველა კანონი და საჯარო სამსახურის კანონი სრულად იქნება შესრულებული. მე, როგორც თავის დროზე გავაკეთე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი და სხვათა შორის, ამ საკითხში მყავდა მოადგილე ლაშა ჟვანია, ჩვენ გავაკეთეთ სამინისტროს რეორგანიზაცია, კონკურსის საფუძველზე ავიყვანეთ ადამიანები. ეს არის „საჯარო სამსახურის კანონი“ და ეს კანონი ჩემს ადმინისტრაციაში სრულად იქნება დაცული.

ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ზედმეტი ხარჯები ან ზედმეტი პერსონალი. მაგრამ, რაც იქნება საჭირო ეფექტურობისთვის, ის ადამიანები იმუშავებენ. იქნება რეორგანიზაცია, კონკურსი და კანონი სრულიად იქნება დაცული. ეს არის მთავარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს