არჩილ თალაკვაძე - არჩევნებზე მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული პრინციპული არჩევანის შეცვლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია

არჩევნების შედეგებში სხვაობა არის დამაჯერებელი, ოპოზიციისთვის უმჯობესია აღიაროს არჩევნები და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი ბრიფინგი გამართოს „ნაციონალურმა მოძრაობამ”, არჩევნების შედეგები ვერ შეიცვლება.

„არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით. დემოკრატიულ სისტემაში და არჩევით დემოკრატიაში 20%-იანი განსხვავება არის განსხვავება, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას ვერ დააბრალებ. ეს არის მართლაც დიდი უპირატესობა და მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული, რაც ყველასთვის მიუღებელია. ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და ჩაატარეს ვითომ სკანდალური ბრიფინგი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით . საბოლოო ჯამში რა დავინახეთ, ის რომ პირადობის მოწმობები მათ გაყალბების მექანიმზად მიყიდეს საზოგადოებას, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა მოწმობები, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა ან მათმა ოჯახებმა ჩააბარეს კონკრეტულ მედიასაშუალებას ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. ასეთი ფაბრიკაციებით რამდენი ბრიფინგიც არ უნდა ჩაატარონ, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ოპოზიციას დროულად მართებს აღიაროს არჩევნების შედეგი და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ოპონირებაში, მათ შორის ნიკა მელია, რომელიც კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად. მათ სურთ ჩრდილი მიაყენონ იმ დემოკრატიულ მიღწევას, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე: არის თუ არა გიორგი მარგველაშვილის დამსახურება ის, რომ დემოკრატიულად გადასცემს მანდატს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მთელი საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა