აკაკი ზოიძე რუსეთთან 1993 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ უნდა მოხდეს იმ ხელშეკრულების დენონსირება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელს ცინიკური ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

„გუშინ გავრცელდა მორიგი, პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე განცხადება ბატონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის, მედოევის, რომ თითქოს არსებობს 1993 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ მოვალე ვართ, რომ უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს მოქალაქეებს და თურმე კიდევ ვალი გვაქვს „სამხრეთ ოსეთის“, რომ კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვთ, რომ იქნებ ჩვენ დავიწყოთ პროცესი ამ ხელშეკრულების დენონსირების. ოკუპანტთან დეფაქტო გაკეთებული ასეთი ხელშეკრულებები არ მუშაობს, მაგრამ დე იურეც, უნდა გავაკეთოთ დენონსირება, რომ ასეთი ცინიკური ინსინუაციების საფუძველი ოკუპანტებს და მარიონეტებს არ ჰქონდეთ. ჩვენ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს ვმკურნალობთ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან, ხოლო ოკუპანტებს ასეთი ცინიზმის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას თქმით, ამ საკითხზე შეიძლება მუშაობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო