ტყიბულის შახტში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულები 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექვსივე დაკავებული 5000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

5 აპრილს შახტში მომხდარ ფაქტზე კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი იყო დაკავებული, მათ შორის დირექტორის მოადგილე. ერთ დაკავებული გოჩა ქასრაშვილი ბრალს არ აღიარებს დუმილის უფლებას იყენებს. მომდევნო პროცესი თებერვალში დაინიშნა.

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს