15 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიმართება. კონფერენციას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მის. თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული
15 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მის: ქუთაისი, დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
15 დეკემბერს, 12:00 საათზე, გორში, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ და მეწარმე სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.
მის.:გორი, მშვიდობის გამზირი N12 ა;
15 დეკემბერს, 12:00 საათიდან, ვაკის პარკში, სიდას და მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, თაფლის ფესტივალი გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტი.
საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599512215
15 დეკემბერს, 13:00 საათზე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და “გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ინაუგურაციის პარალელურად ჩანიშნულ აქციაზე განცხადებას გააკეთებს, ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრებს. მის: ქუთაისი, დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
15 დეკემბერს, 13:00 საათზე, „გარდენ ჰოლში“ პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურება.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 73 (ილიას ბაღი).
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, „იაპონური კინოს ფესტივალის“ ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ თანამედროვე იაპონური ფილმის „მისტიური გოგონას“ ჩვენება გაიმართება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.
მის: კოსტავას ქ. 36.
საკონტაქტო რუსუდან გვერდწითელი - 557 521 557
15 დეკემბრს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანკიეტის შეხვდება.
მის. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)