მარიამ ჯაში - საქართველო მოახერხებს, რომ ღირსეულად ჩატარდეს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია

ჩვენ მოვახერხებთ და საქართველო მოახერხებს, რომ ღირსეულად ჩატარდეს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ხვალ, თელავში ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

"ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელი დღის მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მოახერხებს, რომ ღირსეულად ჩატარდეს პირველი ქალბატონი პრეზიდენტის ინაუგურაცია", - განაცხადა ჯაშმა.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს