„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები თელავში ჩასვლას ხვალ დილით გეგმავენ

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები 16 დეკემბერს, დილის 9 საათიდან აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ დაიძვრებიან. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ხვალ, დილის 9 საათიდან, თბილისიდან, აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან ჩვენ დავიძვრებით თელავისკენ, სადაც კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენს პროტესტს დავაფიქსირებთ. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი მორალური უფლება იყოს და ერქვას საქართველოს პრეზიდენტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დღეს ის მალულად მიიპარა გმირთა მემორიალზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს