ირაკლი ოქრუაშვილი - იქნებ მიხვდეთ, ვინც ინაუგურაციაზე მოსაწვევი მიიღეთ, რომ გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ვიდრე მოსაწვევის ფრიალი

იქნებ მიხვდეთ, ვინც მოსაწვევი მიიღეთ, რომ გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ვიდრე მაგ მოსაწვევის ფრიალით თქვენი "მნიშვნელობისათვის" ხაზგასმა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე შეფასებით, ზოგიერთები აჟიტირებული ბავშვებივით აფრიალებენ ინაუგურაციის მოსაწვევს.

„რა ცოტა უხარია ადამიანს. აჟიტირებული ბავშვებივით არიან ზოგიერთები, ინაუგურაციის მოსაწვევს ისე აფრიალებენ და ჟივილ-ხივილი აქვთ თითქოს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმის ბილეთები მიიღეს. ისინიც მეცოდებიან, პატარა ბავშვებივით, რომ მოსთქვამენ მე რატომ არ დამპატიჟესო, თითქოს თოვლის ბაბუის საჩუქარი არ შეხვდათ.

რითი განსხვავდება ეს ხალხი 5 კილო კარტოფილიანებისგან?

პ.ს. ამ ქვეყანას ყავდა და ყავს ისეთი ხალხი, რომლებმაც ღირსების ორდენი უკან დააბრუნა, რადგან ხელისუფალი უღირსოდ იქცეოდა. იქნებ მიხვდეთ, ვინც მოსაწვევი მიიღეთ, რომ გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ვიდრე მაგ მოსაწვევის ფრიალით თქვენი "მნიშვნელობისათვის" ხაზგასმა“, - წერს ოქრუაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა