გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები თელავში აქციას ერეკლე მეორის ძეგლთან გამართავენ

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“გაერთიანებულ ოპოზიციაში განუცხადეს, აქცია თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, დილის 9 საათიდან აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ გაემართებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება ერქვას საქართველოს პრეზიდენტი“.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს