კახა კალაძე - დამარცხებულ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა

დამარცხებულ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის. თუმცა, დამარცხებული ადამიანების მხრიდან ის, რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მათი პრობლემაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს. 16 დეკემბერს ჩატარდება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, თელავში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებულ ოპოზიციაში განუცხადეს, აქცია თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა