ლაშა ჟვანია - იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრმა ლაშა ჟვანიამ თელავში ინაუგურაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ყველაფერი მზადაა.

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. მეხუთე პრეზიდენტი, რეგიონში პირველად, არჩეულია ქალი. დღეს განსაკუთრებული დღეა ასევე იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი მზადაა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა სტატუსით იქნება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ინაუგურაციაზე.

„საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს ინაუგურაციაზე. ეს არის საფრანგეთის მთავრობის და მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს