გიორგი ვაშაძე - გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს, წამოვედით გურჯაანის გავლით და აქ გზა დაგვხდა ჩახერგილი - ეს პროვოკაციაა, რაზეც მოდის ხელისუფლება

ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ის ოპოზიციის წევრებთან ერთად იმყოფება და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ვაშაძის თქმით, დაკეტილია გომბორის უღელტეხილი და ამიტომ, მათ გადაწყვიტეს გურჯაანის გავლით წასვლა.

„გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს. წამოვედით გურჯაანის გავლით, აქ დაგვხდა ჩახერგილი გზა. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება“,- აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თელავში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, სადაც ოპოზიცია აქციის გასამართად მიემართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს