თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს ეწვია

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს ეწვია. ვიცე-პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აერიპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი დახვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა.

თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა. ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ მრავალ ინფრასტრუქტურულ და ენერგო პროექტებს. თბილისი და ანკარა აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს და თურქეთს შორის მოქმედებს მაღალი დონის დიალოგი სტრატეგიული საბჭოს სახით. ორივე ქვეყანა ჩართულია მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა