გრიგოლ ვაშაძე - ეს არის შევარდნაძის პოლიცია - შესაბამისი „სიფათები“ აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ - რომ ჰკითხოთ, რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ

ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გადაადგილების თავისუფლებას გვართმევენ, - აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

“ეს ის პოლიციაა ჩვენ რომ გავაკეთეთ?! ეს არის შევარდნაძის პოლიცია - შესაბამისი „სიფათები“ აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხოთ, თუ რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო - რისი უსაფრთხოება, სალომე ზურაბიშვილის?! ვის რად უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რად უნდა. გამოვიდეს ქუჩაში და წყნარად ივლის. სამარცხვინო დროში ვცხოვობთ!“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თელავთან დამაკავშირებელ გზაზე ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული გზა აქციის მონაწილეებს გადაკეტილი დახვდათ. პოლიცია მათ თელავში ჩასასვლელად ყვარლის მიმართულებით წასვლას სთავაზობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს