სალომე ზურაბიშვილი - ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო  საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის იმ პარტიის პრეზიდენტი, რომელიც მხარს არ მიჭერდა

დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი, იზრუნებს იმისათვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და აამაღლოს პოლიტიკური კულტურა.

„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემს პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა: „მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა