სალომე ზურაბიშვილი -  ევროპაში უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით და კულტურით

ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით და კულტურით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა კულტურა პრიორიტეტად გამოაცხადა. მისი თქმით, ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე უნდა გაიზარდოს.

„ქართველებს შეგვიძლია მსოფლიოს კიდევ ერთხელ გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსფლიოში. ჩვენი იდენტობა ისტორიულად ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამისის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არცერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს გარკვეულწილად დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ მაგალითის მიმცემი გავხდეთ. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე. კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო. ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ. კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება. მინდა ყველა მასწავლებელს ჩემი პატივიცემა გამოვუცხადო, ვინაიდან ისინი ზრიდან ჩვენს შვილებს ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება