სალომე ზურაბიშვილი - ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის

მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში. ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში ქალების როლი ძლიერდება.

„ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო. დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება