სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით

მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე და ეს იმედი ყველას გვაერთიანებს, - ამის შესახებ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უნდა შემოვირიგოთ. მისივე განმარტებით, დღეს, ისე როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება.

„მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს, უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზი ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება