ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი

„დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება.

„მსურს, სალომე ზურაბიშვილს დიდი წარმატებები ვუსურვო. მინდა, რომ ის იყოს ძალიან წარმატებული თავის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ის იქნება საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესვე ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ქეყანაში საპარლამენტო მმართველობის სისტემა დამყარდება და ავტოკრატიის დაბრუნება შეუძლებელი გახდება.

„დღეს ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც დამყარდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ამ კონსტიტუციის პირობებში, შეუძლებელი იქნება საქართველოში პროცესების ისე განვითარება, როგორც განვითარდა 90-იან წლებში და მოგვიანებით, ანუ, შეუძლებელი იქნება საქართველოში ავტოკრატიის დაბრუნება. აქედან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება