ოგტაი ასადოვი - საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს

აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერის ოგტაი ასადოვის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც დღევანდელ დღეს ზეიმობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოგტაი ასადოვი საქართველოს დღეს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში თელავში ჩატარებულ ღონისძიებებში.

„საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს. გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და სიკეთეს ვუსურვებ”,- განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა ოგტაი ასადოვმა, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება