ანონსი 17 დეკემბერი

ანონსი  17 დეკემბერი

17 დეკემბერს, 10:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისში გაიმართება კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.

კონფერენციას დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ასევე, ღონისძიებაზე მიწვეულები არიან მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები.

მის: სასტუმრო „რუმსი“ კოსტავს 14.

17 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ღონისძიებას ატარებს თემაზე: „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების სირთულეები“. ღონისძიებაზე მომხსენებლები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ევრო-ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

საკონტაქტო პირი: ნათია მსხილაძე -591051905

მის.: მერაბ კოსტავას 14, თბილისი

17 დეკემბერს, 10:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, საპარლამენტო ფრაქციის “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართება დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები-ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.

მის: სასტუმრო „რუმსი“, მერაბ კოსტავას #14

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პრეზიდენტის ინაუგურაცია; მიხეილ სააკაშვილის განცხადება; ოპოზიციის აქციები და კარვები რუსთაველზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 11:15 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერ შეტკინა მარიანა აკინდინოვნასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდება.

კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (C-№ 517)

17 დეკემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, ანალიტიკოს გია აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პრეზიდენტის ინაუგურაცია; მიხეილ სააკაშვილის განცხადება; ოპოზიციის აქციები და კარვები რუსთაველზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 დეკემბერს 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საიუბილეო ღონისძიება სახელწოდებით ბიოსამედიცინო კვლევების წარმოების 125 წლისთავი. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.

მის.: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99 (ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზი)

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ნანა კიკნაძე 591 111 121

17 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე წარადგენს პრეზენტაციას თემაზე - “ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მარეგულირებელ კანონმდებლობაში“.

17 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 დეკემბერს, 11:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, საპარლამენტო ფრაქციის “ქართული ოცნება- მრეწველები“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

17 დეკემბერს, 12:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გურული პოლიფონიის თანხლებით ეთნოგრაფიული კუთხე მოეწყობა.

მის: გუდიაშვილის 7

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტიდის ბრიფინგი.

თემა: „2018 წლის ელჩების კონფერენცია“.

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, „თიბისის“ ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მის: ლისის ფერდი, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარე, ნაკვეთი 01/010)

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მიმდინარე პროცესები.

მის: გულიას #1 საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს

მის.: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო, მე-4 სართული;

17 დეკემბერს, 16:30 საათზე, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა|რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „გენი ქართული“, კლინიკა “ბაზის” ტერიტორიაზე მართავს აქციას: „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა“ (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო).

მის: ლუბლიანას ქ. 21

საკონტაქტო პირი: ნათია ანთია 551518484

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართება.

მის: დიმიტრი უზნაძის N52

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ირან-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი ბრიფინგს გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზ.80

საკონტაქტო ტელ: +99532 2913656-60

17 დეკემბერს. 17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი, დაიკითხება დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი, „ელიტ ელექტრონიქსის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა მინდელი.

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, რუსთაველის თეატრში დაიწყება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია. დღეს 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

საკონტაქტო: 579 21 02 01