ფრანგული  გამოცემა - საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა: ემანუელ მაკრონი წარმოედგინა ყოფილი ფრანგი დიპლომატის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ფრანგული გამოცემა Le Parisien საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 7 დეკემბერს ემანუელ მაკრონსა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონმა ყოფილ პრეზიდენტს რჩევები სთხოვა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით.

“გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მის წინამორბედს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა: წარმოედგინა ემანუელ მაკრონი ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე”, - წერს გამოცემა Le Parisien.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ნიკოლა სარკოზის მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრო.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს