გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 12:00 საათისთვის გახდება ცნობილი

გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 12:00 საათისთვის გახდება ცნობილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო შენგელიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარვებში, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა წუხელ განათავსეს, მთელი ღამე გაათენა, თუმცა რაიმე ტიპის ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

„10 ადამიანზე მეტი დავრჩით წუხელ კარავში. დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები უკვე მსჯელობენ სამოქმედო გეგმაზე და დაახლოებით 12:00 საათზე დაანონსდება ჩვენი გეგმები.

ერთი რამ ვიცით, რომ ჩვენ არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას", - განაცხადა ბესო შენგელიამ.

ამჟამად პარლამენტის სასახლის წინ გაერთიანებული ოპოზიციის 8 კარავია დადგმული. მასზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პლაკატია წარწერით „არა სალომეს".

იხილეთ ვიდეო: გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს