დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ გუშინ ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ გუშინ ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა.

ასე გამოეხმაურა ზალკალიანი გუშინ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს.

„არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდულა, რადგან ყველაფერი იყო წინასწარ დაანონსებული, მარშრუტი, რითიც ოპოზიციას უნდა ესარგებლა, გზები. იყო კომუნიკაცია მედიის საშუალებითაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა იმისთვის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ყოფილიყო თავიდან არიდებული. გზები ჩაკეტილი არ იყო, მათ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ იმ გზით, რომელიც იყო გახსნილი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს