ნათია მეზვრიშვილი – ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში, – ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენის და მის მიმართ გამოძიების დაინტერესების შესახებ არსებულ შეკითხვებს.

„ჩვენ, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად ვსწავლობდით ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, აბსოლუტურად ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა, იმისთვის რომ თითოეული ამ ქმედებისთვის მიგვეცა სამართლებრივი შეფასება. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირები ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რასაც საზოგადოება კარგად ხედავდა - ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ჩემთვის ამ ეტაპზე, ამ წუთებში უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს გასაკვირი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს.

არა მხოლოდ ბატონ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც იყო. გვარებით და სახელებით სამწუხაროდ ახლა მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო.

საგამოძიებო მოქმედებებში ყველა ის ადამიანი, მათ შორის იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ნათია მეზვრიშვილი – ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში