ლაშა ჟვანია - კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში, სალომე ზურაბიშვილი გუნდის შესახებ თავად გამოაცხადებს

კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მრჩეველთა ჯგუფში მოიაზრება რამდენიმე პირი, თუმცა პრეზიდენტს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ჰქონდა.

„დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლა აქვს. თქვენ იცით, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მათი შთამომავლები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან, საფრანგეთიდან სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის ჩამოვიდნენ და მათთან აქვს შეხვედრა და სადილი. გუშინ სომხეთის პრეზიდენტთან და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთის წარმომადგენლებთან და სხვა დელეგაციებთან წინანდალში იყო შეხვედრა”,- განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო: ვინ იქნება სალომე ზურაბიშვილის გუნდში? - ლაშა ჟვანიას განცხადება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა