პარლამენტს წარედგინება ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი თანაბრდება

პარლამენტს დღეს წარედგინება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი თანაბრდება.

“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს განესაზღვრება ერთი განაკვეთი, რომელიც შეადგენს 1.7 ლარს 20 ღერზე.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას 45მლნ. ლარით და აქციზის გადასახადში შემოსავლები 45 მილიონი ლარით გაიზრდება.

“კერძოდ, უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, რომელიც ახალი განაკვეთით დაიბეგრება, იქნება 40 მილიონ კოლოფამდე, რაც სხვაობის გათვალისწინებით გვაძლევს 45 მილიონ ლარის დამატებით შემოსავალს. გაანგარიშება გაკეთებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ იქნება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს ეკუთვნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა