გიგა ბოკერია - ჩვენი და „ნაცმოძრაობას" პოლიტიკური ღირებულებები განსხვავდება, მაგრამ პრობლემა ეს არ არის, ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი და მისი მმართველობა

მნიშვნელოვანია განსხვავებები ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი პოლიტიკური ღირებულებებიც განსხვავდება ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ქვეყნის პრობლემა ეს არ არის, ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი და მისი მმართველობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ის, რაც გუშინ ინაუგურაციის პარალელურად მოხდა, „მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პოლიციისთვის უკანონო ბრძანების მიცემა, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ძალადობის ორგანიზება და მერე მათთვის ხელის დაფარება იყო“.

„ეს იყო სრული პაკეტი იმის, რასაც ივანიშვილისგან ვხედავთ, უბრალოდ ხარისხობრივად ახალ ფაზაში გადასული და საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ არის საჩქარო ამ ხელისუფლების იძულება, რომ პირველ რიგში შეცვალოს საარჩევნო სისტემა და შემდეგ ამ ხელისუფლების პოლიტიკური წარსულისთვის ჩაბარება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

"პრობლემა ამ ქვეყანაში არის ის უტიფრობა, რასაც ივანიშვილის გუნდი გვაჩვენებს ყოველ დღე. ადგილი აქვს ყოველდღიურად კანონის უგულებელყოფას და უსაფრთხოების და ძალადობის კულტივაციას, როგორც ცხოვრების ყოველდღიური წესის. პოლიციელები თავად არიან მსხვერპლი უკანონო ბრძანებების. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა და ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ამ რეალობიდან", - აღნიშნა ბოკერიამ.

კითხვაზე, როგორი იქნება „ევროპული საქართველოს" პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებისას, დეპუტატმა უპასუხა, რომ "ევროპული საქართველო" ამ აქციების ნაწილი არ იყო.

"ჩვენ არ ვიყავით ამ აქციების ნაწილი, გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები ტაქტიკაზეც და სტრატეგიაზეც, მაგრამ ეს განხილვის საგანი არ არის. შეიძლება ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი იყოს და ასეც არის რიგ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია განსხვავებები ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი პოლიტიკური ღირებულებებიც განსხვავდება ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ქვეყნის პრობლემა ეს არ არის. ასეთ საკითხებს წყვეტს ამომრჩეველი არჩევნებზე. ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი და მისი მმართველობა", - აღნიშნა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა