გიგი უგულავა - ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები

პოლიციას ჰქონდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება, რომ შეეშალა ადამიანებისთვის ხელი, თავისუფალი, მშვიდობიანი აზრის გამოხატვისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უგულავა გუშინ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები.

„ხელისუფლებამ ტოტალურად არასწორი დასკვნა გამოიტანა არჩევნების შედეგებიდან. არჩევნებზე მომხდარი უმძიმესი დარღვევების და მეორე ტურის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ მათი პროტესტი შეიძლება განხილული იყოს რაღაც ერთი მუჭა ადამიანების პროტესტად, რომ ის სამარცხვინო და გულის ამრევი საშინელება, რაც ვიხილეთ საარჩევნო უბნებზე, პირდაპირ უტიფარი ყრა ბიულეტენების თითქოს არაფერია. თითქოს ადამიანი, რომელიც დღეს სიკვდილს ებრძვის - ოპოზიციის წარმომადგენელი ონიდან, მისი ტკივილი და მისი ოჯახის ტკივილი არაფერია. ის, რაც მოხდა ახალქალაქში თითქოს არაფერია და თითქოს ერთმანეთში პატარა გარჩევა იყო. მეტიც ჩვენ დავინახეთ, როგორ უტიფრად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავჯდომარემ და წაახალისა ეს ძალადობა. გუშინ ჩვენ ვნახეთ ასევე, რომ ხელისუფლებამ ნულოვანი დასკვნა გამოიტანა ყველაფერი ამიდან და მეტიც, ჩვენ სახეზე გვქონდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამაზე პასუხისმგებელი არის პირადად გახარია, რომელმაც ღარიბაშვილის საუკეთესო ტრადიციებით დღეს უკვე დაუწყო ოპოზიციას და საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მუქარით საუბარი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიციას ჰქონდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება, რომ შეეშალა ადამიანებისთვის ხელი, თავისუფალი, მშვიდობიანი აზრის გამოხატვისთვის და მათ ჰქონდათ მიცემული დავალება უბრალოდ ხელის შეშლის, დროის გაწელვის, რომ ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ თელავში, რატომღაც გაჩერებულიყვნენ გურჯაანის რაიონში. ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მუქარას, მუქარას საზოგადოების მიმართ, მუქარას ოპოზიციის მიმართ. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ქვეყნის თითოეული ადამიანისთვის. ამ არჩევნებმა, განსაკუთრებით მეორე ტურმა, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაიტანა. ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს, რომ 900 000-მა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერზე ვართ თანახმა, ოღონდ ხელისუფლებაში აღარ იყოს ბიძინა ივანიშვილი და ამის პასუხი და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა