სერგი კაპანაძე - ქვეყანა ოკუპირებულია და ამ დროს ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ამას უპირისპირდებოდეს, არ მოქმედებს

ქვეყანა არის ოკუპირებული და ამ დროს ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ამას უპირისპირდებოდეს, არ მოქმედებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ უსაფრთხოების საბჭოს შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სამწუხარო ვითარება, როცა ქვეყანაში უშიშროების საბჭო არ გვაქვს. კანონი შემოვიდა პარლამენტში და განხილვა იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურება, რომ მათ ისე მოახერხეს, რომ შეიქმნა ვაკუუმი. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ქვეყანა არის ოკუპირებული და ამ დროს ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ამას უპირისპირდებოდეს, არ მოქმედებს. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ორგანიზაცია რაღაცა ფორმით მაინც შენარჩუნდეს და ის ინსტიტუციური მმართველობა, რომელიც დაგროვდა, არ დაიკარგოს და არ იყოს მორგებული კონკრეტული ადამიანის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებს. რადგან ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში, მაინც უნდა იყენებდეს მას ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა