დავით კირკიტაძე დაკავებისას -  საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე

საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე, - ამის შესახებ დაკავების პროცესში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„ეს არის სახედაკარგული, შეშინებული პოლიცია“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ დაკავებისას.

დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს. იგი მის თანაგუნდელ ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. მელია და კირკიტაძე ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი თქმით, შეამჩნიეს ერთი ავტომობილი, რომელშიც სუს-ის წევრები ისხდნენ და უთვალთვალებდნენ. ამის შემდეგ, მელია დაინტერესდა მათი ვინაობით, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და კირკიტაძე სს კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათი ადგილზე მისვლა საავტომობილო მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძის პირველი კომენტარი დაკავების მომენტში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა