საფრანგეთის პოლიციის პროფკავშირი სამართალდამცველებს მოუწოდებს, ეროვნული პოლიციის ბიუჯეტის შემცირება გააპროტესტონ

საფრანგეთის პოლიციის პროფკავშირი სამართალდამცველებს მოუწოდებს, ეროვნული პოლიციის ბიუჯეტის შემცირების პროტესტის ნიშნად, პოლიციის განყოფილებებში დარჩნენ და მხოლოდ საგანგებო სიტუაციებზე მოახდინონ რეაგირება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

პროფკავშირების განცხადებით, ამ კვირას საფრანგეთის პოლიცია ეროვნული პოლიციის ბიუჯეტის 62 მილიონი ევროთი შემცირებას დაამტკიცებს. პოლიციის პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ ეს ზომა გააუარესებს ფრანგი პოლიციელების შრომის პირობებს.

პოლიციის პროფკავშირებში აცხადებენ, საფრანგეთის პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს 2019 წლის ეს ბიუჯეტი, სხვაგვარად კი შემდგომში სხვა ზომები იქნება მიღებული, მთ შორის გაფიცვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა