თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის მიერ ინაუგურაციის დღეს გაკეთებული აქცენტები ჩემთვის იყო იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო ეპოქის დასაწყისი

პრეზიდენტის მიერ სწორედ ინაუგურაციის დღეს გაკეთებული აქცენტები ჩემთვის იყო იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო ეპოქის დასაწყისი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, 16 დეკემბერს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესით ბოლოჯერ არჩევა და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა.

„საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდშია ჩვენი ქვეყანა. ამ კვირა დღეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ერთი არის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით ქვეყანამ პირველად აირჩია, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ეს აღარ მოხდება და არჩეული პრეზიდენტი პირველად არის ქალი. მე ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი რეგიონის ისტორიაში ეს განსაკუთრებული მოვლენაა და პრეზიდენტის მიერ სწორედ ამ დღეს გაკეთებული აქცენტები ჩემთვის იყო იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო ეპოქის დასაწყისი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ამ დღეს, იმავე დროს მოხდა, ეს არის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა და ესეც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“, - აღნიშნა მან.

თამარ ჩუგოშვილი განცხადებით, ახალმა კონსტიტუციამ საქართველოს ბევრად უფრო განვითარებული, სერიოზული და ზრდასრული პოლიტიკური პროცესები უნდა მოუტანოს ნაცვლად პოლარიზებული და ზოგჯერ დაძაბული ვითარებისა.

„პირველ რიგში დავიწყებ იმ საკითხიდან, რომელიც საგარეო კურსს და საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. საქართველომ პირველად ჩაწერა ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ურყევი გზა და ურყევი ნება, რომლის რეალობად გადასაქცევად ხელისუფლების ყველა შტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, არის ის პოლიტიკური გარემო, ის პოლიტიკური სივრცე, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ პოლარიზებული და საკმაოდ დაძაბულია, ეს პოლიტიკური გარემო უნდა შეიცვალოს სწორედ იმ კონსტიტუციის წყალობით, რომელიც ძალაში 2 დღის წინ შევიდა და დროთა განმავლობაში მან უნდა მოგვიტანოს ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო სერიოზული, ზრდასრული პოლიტიკური პროცესები, ნაცვლად იმისა, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ხოლმე და ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა