თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალ კონსტიტუციას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალ კონსტიტუციას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალ კონსტიტუციაში შეტანილია ბევრი ისეთი ცვლილება, რომლებიც ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც სიახლე და საინტერესოა.

„ამ კონსტიტუციას მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, იმ სფეროში, სადაც ჩვენ ზოგჯერ ვიღებდით ხოლმე შენიშვნებს, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის უფლებების კუთხით. ამ კონსტიტუციაში აღიარებულია უფლებები, რომელიც სულ რამდენიმე კონსტიტუციაში არსებობს, რომლებიც სიახლეა და საინტერესოა ბევრი ქვეყნისთვისაც. მაგალითად, საუბარია ინტერნეტზე წვდომის შესახებ, რომელიც ძალიან თანამედროვეა და ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ასეთი უფლება გააჩნია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა