სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში - ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შესვლისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, რემონტის გამო სასახლეში ჯერ ყველაფერი საჭირო ფორმაში არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე გარემოს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ბევრი სამუშაო აქვს.

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან, საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აქ ვარ" - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი კაბინეტიდან

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!