გიგი წერეთელი დავით კირკიტაძის დაკავებაზე - შეიძლება არ იყო მოსაწონი ფანჯრის ჩამტვრევა, მაგრამ ამისთვის საპატიმროში ჩასმა შერჩევითი სამართლის მაგალითია

შეიძლება არ იყო კარგი და მოსაწონი საქციელი ფანჯრის ჩამტვრევა, მაგრამ ამისთვის საპატიმროში ჩასმა, როცა სხვებს ხელს არ ახლებ და 100 ლარად ისტუმრებენ, ეს არის შერჩევითი სამართლის მაგალითი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმართ „ევროპული საქართველოს" განწყობას, წერეთელმა აღნიშნა, რომ ამას პარტია გადაწყვეტს.

„ზოგადად, იმ პროტესტს, რაც ეხება ჩატარებულ არჩევნებს, გაყალბებას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო" პროტესტს ყოველთვის სოლიდარობას უცხადებს, ხოლო რომელ აქციაში მიიღებს მონაწილეობას და რომელში არა, ეს მთლიანობაში პარტიის გადასაწყვეტია. ის პროცესი კი, რასაც ვხედავთ, არ მგონია საქართველოს შიდა ან საგარეო საკითხების მოგვარებას უწყობდეს ხელს, მით უმეტეს ის, რომ სამართლებრივი შეფასებები და გადაწყვეტილებები იწყება ოპოზიციის ლიდერების დაკავებით და დევნით, არ არის სწორი. არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა