ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას, 13-20 დეკემბერს, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 13 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირეული გახსნა და 2018 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.

ღონისძიების გახსნაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ ილიას მედლით დააჯილდოვა პროფესორი თემურ ზაქარაშვილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციისთვისგავლენიან გამოცემაში NATURE PHYSICS.

კვირეულზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა