ია მეტრეველი ზაზა ბაქრაძეზე - მე მას მივუტევე, რადგან ამ ადამიანმა მოინანია, რაც ჩაადენინეს

მე მივუტევე ამ ადამიანს, დანარჩენი უფალმა იცის. მან შეიმსუბუქა და თავის შვილებსაც მოუხსნა ცოდვა, - ასე ეხმიანება ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მისი შვილის საქმეზე ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, ზაზა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას.

ზაზა ბაქრაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, ასევე მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

„რა თქმა უნდა, ჩემი ნების გარეშე ეს არ მოხდებოდა, მას არ გაუფორმდებოდა საპროცესო. მე ამ ადამიანს მაშინვე მივუტევე, როდესაც 2013 წელს გამოთქვა სურვილი, სიმართლე ეთქვა. ის იბრძოდა და იხვეწებოდა იმისთვის, რომ ჩამოსულიყო და სიმართლე ეთქვა. არანაირი გარიგება აქ არ არის, ეს არის კანონით გათვალისწინებული, აღიარების, მონანიების და თანამშრომლობის შემთხვევაში. მას ეკუთვნოდა ის, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანს მათგან განსხვავებით გააჩნდა ადამიანობა და სინდისი, ჰყავს ნორმალური შვილები, რომლებმაც ვერ აიტანეს მამის მაშინდელი იძულებითი საქციელი, ამიტომ მან დიდი ხნის წინ გადაწყიტა ეღიარებინა და გულწრფელად მოენანიებია ის, რაც ჩაადენინეს. მე მივესალმები ამ ქმედებას და მივუტევე ამ ადამიანს, დანარჩენი უფალმა იცის. მე ვიყავი ნამდვილად მომხრე, რომ ამ ადამიანს სასჯელი საპყრობილეში არ მოეხადა, იმიტომ რომ მან შეიმსუბუქა და თავის შვილებსაც მოუხსნა ცოდვა,“ - განაცხადა მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა