ლევან იზორია - ცალკეული ჯარისკაცის თუ პოლიციელის პოლიტიკური შეხედულებებით თანამდებობის პირების ყოფნა-არ ყოფნაზე გადაწყვეტილება არ მიიღება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო ნაწილში არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი თანამდებობაზე ყოფნა-არ ყოფნის საკითხს არ წყვეტს. ასე უპასუხა იზორიამ კითხვას, რომ ვრცელდება ინფორმაცია, ავღანეთში, ქართულ სამხედრო ნაწილში დაფიქსირებული შედეგი არჩევნებზე შესაძლოა, მისი გათავისუფლების მიზეზი გახდეს. როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს საფუძველი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს.

„იმ ფაქტით, რა ფაქტითაც ჩემი გადადგომის საფუძველს ხედავთ, ეს საფუძველი არავისთვის არსებობს, პირველ რიგში იმ სახელმწიფოს ფარგლებში, სადაც განსაკუთრებით ჯარი და პოლიცია უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული. ასე რომ, ცალკეული ჯარისკაცის თუ პოლიციელის პოლიტიკური შეხედულებებით არ მიიღება თანამდებობის პირების ყოფნა-არ ყოფნაზე გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მაღალი ხარისხის",- განაცხადა იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა