საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეკონომიკური ატაშეები უფრო მაღალ საფეხურზე ავლენ და ეკონომიკური დესპანები იქნებიან

რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკური დესპანი ეყოლება. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განუცხადა, ეკონომიკური ატაშეები უფრო მაღალ საფეხურზე ავლენ და ეკონომიკური დესპანები იქნებიან.

„ეკონომიკური ატაშეების დანიშვნის პროცესი კვლავ გრძელდება, უბრალოდ ჩვენ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ - ეს აღარ იქნებიან ატაშეები, ეს იქნებიან ეკონომიკური დესპანები, ელჩის მოადგილის დონემდე ავწიეთ, რადგან ვთვლით, რომ გაცილებით მაღალი დონე უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება ამ შემთხვევაში და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ეს პროცესი დაიძვრება. არის შერჩეული ქვეყნები, რომლებშიც წარგზავნილი უნდა იყოს ეკონომიკური დესპანები. ეს ხალხი დაფარავს არა მარტო ერთ ქვეყანას, არამედ რამდენიმეს რეგიონში. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ეს პროცესი დაიწყება და სრულყოფილად განხორციელდება",- განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა