ოთარ კახიძე - გახარიას სურვილი, პლენარულ სხდომაზე წარსდგეს, მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ მას კომიტეტის სხდომაზე ველოდებით

უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრის მისვლასა და მოსმენას რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე ითხოვს, რომლის მიხედვით, მინისტრს ფრაქციის მოთხოვნით კომიტეტში იბარებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ განუცხადა, ახალი რეგლამენტის 40-ე მუხლის საფუძველზე ფრაქციამ გიორგი გახარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიბარა და ის ვალდებულია აღნიშნულ კომიტეტში გამოცხადდეს.

“რაც შეეხება მინისტრის უფლებას მიმართოს პარლამენტს და პლენარულ სხდომაზე საკუთარი ინიციატივით გამოცხადდეს, ეს არის მინისტრის უფლება. ჩვენ პარლამენტის რეგლამენტის დაცვით გიორგი გახარიას კომიტეტის სხდომაზე ველოდებით. მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილ დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს, ახალქალაქის ინციდენტს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო სისხლის სამართლის საქმეებს და ოპოზიციის შელახულ უფლებებს, როცა აქციის გამართვის საშუალება არ მიეცეთ. ჩვენ მინისტრს ამ საკითხებზე ვიბარებთ. რაც შეეხება გიორგი გახარიას სურვილებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგეს, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი საკითხი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ოთარ კახიანმა.

გიორგი გახარიას 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარული სხდომის ფორმატში ელიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა