ვახტანგ გომელაური - ხშირად აბრალებენ სუს-ს თვალთვალს, მაგრამ ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ

ხშირად აბრალებენ სუს-ს თვალთვალს, მაგრამ ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ, - ასე პასუხობს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მას და დავით კირკიტაძეს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

მისი თქმით, ეს არის სრული აბსურდი. გომელაურის განცხადებით, ის პირები, რომელზეც მელია საუბრობს, არიან პოლიციის თანამშრომლები და ეს მათმა უფროსმაც დაადასტურა.

"არანაირი საგანგებო რეჟიმი არ არის. ბატონმა მელიამ განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არიან და ეს მათმა ხელძღვანელმაც თქვა. ჩვენ ამ საკითხში {კირკიტაძის დაკავება} ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუს-ი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ", - აღნიშნა სუს-ის უფროსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა